ჯანსაღი ძილი ბავშვისთვის, ჰარმონია მთელი ოჯახისთვის.

აქ ვეხმარებით პატარებს, შეიყვარონ ძილი, მშობლებს კი, დაიბრუნონ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა.

მეცნიერულად დამტკიცებული და თქვენს ოჯახზე მორგებული მიდგომებით, ჩვენ ვქმნით პერსონალურ, ეტაპობრივ გეგმას. ეს გეგმა დაგეხმარებათ, გაიგოთ თქვენი შვილის ძილის საჭიროებები და ჩამოუყალიბოთ მას ჯანსაღი ჩვევები, რაც ოჯახს გრძელვადიან სიმშვიდეს მოუტანს.

თქვენი შვილის ჯანსაღი ძილი მიღწევადია. ჩვენ კი ვიცით, როგორ დაგეხმაროთ.

დაჯავშნე უფასო კონსულტაცია

დაჯავშნე კონსულტაცია

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პაკეტი და ერთად გავხადოთ მშვიდი ღამეები თქვენი ოჯახის რეალობა.

15-წუთიანი კონსულტაცია

უფასო

ეს პაკეტი შექმნილია იმისთვის, რომ გავიცნოთ ერთმანეთი და განვსაზღვროთ, როგორ შემიძლია დაგეხმაროთ. ჩვენ განვიხილავთ თქვენს მთავარ გამოწვევებს და შევარჩევთ თქვენი ოჯახისთვის საუკეთესო სტრატეგიას

  • 15-წუთიანი სატელეფონო ზარი
  • თქვენი მთავარი პრობლემის განხილვა, პირველადი ანალიზი
  • მიიღებთ ზოგად წარმოდგენას ჩემი მუშაობის მეთოდებზე და რეკომენდაციას, რომელი ფასიანი პაკეტი შეესაბამება თქვენს საჭიროებებს
  • მოითხოვე ზარი

    პრემიუმი: სრული მხარდაჭერა - 7 დღე

    450 ლარი

    ეს არის ყველაზე სრულყოფილი პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ გეგმის შედგენას, არამედ მის წარმატებით განხორციელებაში ჩემს პირად ჩართულობას

  • ყველაფერი "ფუნდამენტური გეგმის" პაკეტიდან
  • - ძილის დეტალური კითხვარი

    - 45-წუთიანი კონსულტაცია

    - ინდივიდუალური ძილისა და კვების გეგმა

    დამატებით:

  • 7-დღიანი ინტენსიური მხარდაჭერა: გეგმის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში გექნებათ საშუალება დამიკავშირდეთ ნებისმიერი კითხვით სამუშაო საათებში 08:00-17:00
  • პროგრესის მონიტორინგი: ყოველდღიურად გავაანალიზებთ ბავშვის ძილს, რათა შევაფასოთ პროგრესი და დროულად შევიტანოთ კორექტივები
  • ვისთვის არის ეს პაკეტი?

    ოჯახებისთვის, რომლებსაც სურთ მაქსიმალური მხარდაჭერა, არ უნდათ ამ გზის მარტო გავლა და ესაჭიროებათ პროფესიონალის მუდმივი ყურადღება საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

    შეძენა
    თქვენი სახელი - ძილის ქოუჩი

    ჩემს შესახებ

    გამარჯობა მე ქეთი ვარ, ბავშვთა ძილის სპეციალისტი და პატარებს ძილის შეყვარებაში ვეხმარები.

    ალბათ, ბევრჯერ გსმენიათ, რომ უძილო ღამეები დედობის გარდაუვალი ნაწილია, რომელსაც უბრალოდ „უნდა გაუძლოთ“. მე აქ ვარ, რომ გითხრათ, ეს ასე არ არის. თქვენ არ ხართ ვალდებული, უბრალოდ ელოდოთ, რომ ეს პერიოდი გაივლის ადრე თუ გვიან. თქვენ იმსახურებთ, რომ დატკბეთ პატარას პირველი, ყველაზე ძვირფასი წლებით.

    მე მჯერა, რომ დედობა ენერგიით, სიხარულითა და ჰარმონიით უნდა იყოს სავსე და არა მუდმივი დაღლილობითა და უძილობით.

    ეს მხოლოდ პროფესიული მოსაზრება არ არის, ეს ჩემი გამოცდილებაცაა.

    პირველი შვილი როცა შემეძინა, ისეთი სიყვარული ვიგრძენი, რომ შეუძლებელი არაფერი მეგონა. მაგრამ ამას უძილო ღამეები მოჰყვა, მეგონა ამისთვის მზად ვიყავი, მაგრამ თურმე არა. დაღლილობა დღითიდღე იმატებდა, სიხარულის ძალას მართმევდა, ენერგიაც მეცლებოდა და მოთმინებაც. ვხვდებოდი, რომ ისეთი დედა არ ვიყავი, როგორიც მინდოდა ვყოფილიყავი. მივხვდი, რომ ჩემს შვილს ვართმევდი იმ დედას, რომელსაც იმსახურებდა, მე კი ჩემს თავს მის ბავშვობას. მინდოდა, ჩემი შვილის პირველი, ყველაზე ძვირფასი წლებით ბოლომდე დავმტკბარიყავი. და საბედნიეროდ, ეს ასეც მოხდა.

    სწორედ ამან მიბიძგა, პასუხების ძიებიდან ბავშვთა ძილის მეცნიერების სიღრმისეულ და სისტემატიზებულ შესწავლაზე გადავსულიყავი. ჩემი მიზანი იყო, ამ უზარმაზარი ინფორმაციიდან შემექმნა ერთიანი, მოქნილი სისტემა, რომელიც ბავშვის ბიოლოგიას, ფსიქოლოგიასა და ოჯახის დინამიკას ერთდროულად გაითვალისწინებდა. ჩემი მიდგომა ჰოლისტურია, ვუღრმავდები ყველა დეტალს, რომელიც თქვენი პატარას ძილზე შეიძლება მოქმედებდეს: კვება, დღის რეჟიმი, ძილის გარემო, თქვენი შვილის ტემპერამენტი და თქვენი ოჯახის ცხოვრების სტილი.

    ჩემი მიზანია, მოგცეთ არა მხოლოდ სწრაფი შედეგი, არამედ ცოდნა და ინსტრუმენტები, რომლებიც თავდაჯერებულობას შეგმატებთ და დაგეხმარებათ, მომავალშიც დამოუკიდებლად მართოთ ძილის ნებისმიერი გამოწვევა.

    მოდით, ერთად დავიბრუნოთ მშვიდი ღამეები და დედობის ჯადოსნურობა!

    არა ხვალ. არა „როცა გაიზრდება“. ახლა.

    ხართ მზად?

    დაიწყეთ ცვლილებები აქ

    რჩევები და სტატიები

    5 მითი ძილის შესახებ

    აღმოაჩინეთ სიმართლე გავრცელებული მცდარი შეხედულებების მიღმა, რომლებიც ხელს გიშლით ძილის მოწესრიგებაში.

    წაიკითხეთ მეტი

    შექმენით იდეალური გარემო ძილისთვის

    მარტივი და პრაქტიკული რჩევები, რომ თქვენი პატარას საძინებელი ღრმა, აღმდგენი ძილის სივრცედ აქციოთ.

    წაიკითხეთ მეტი

    კვებისა და ძილის კავშირი

    გაიგეთ, თუ როგორ მოქმედებს დღის განმავლობაში მიღებული საკვები თქვენი ბავშვის ღამის ძილის ხარისხზე.

    წაიკითხეთ მეტი

    შეფასებები

    "სანამ ქეთის ვიპოვიდით, ყველა იმედი გადაწურული მქონდა. 8 თვემდე ღამეში 5-6-ჯერ იღვიძებდა და მხოლოდ ხელში ან ძუძუთი იძინებდა. ვცადე ყველაფერი, რასაც ინტერნეტში ვნახავდი, მაგრამ უშედეგოდ. ქეთისთან კონსულტაცია იყო საუკეთესო გადაწყვეტილება. მესამე ღამეს ბავშვმა 10 სთ გადაბმულად იძინა. ამ გრაფიკმა ჩვენი ცხოვრება შეცვალა. უსაზღვრო მადლობა."
    – ნინო, ელენეს დედა 8 თვის.
    "პირველი შვილია და აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი. ბავშვი დღეში 30 წუთიც არნიძინებდა თავის საწოლში. მუდმივად ტიროდა. არ მეგონა აქედან ოდესმე გამოსავალს თუ ვიპოვიდი. ამ პროგრამამ ყველაფერი მომცა რაც ლუკას სჭირდებოდა, თავდაჯერებული დედა გავხდი. ვიცი რას უნდა ველოდო და როდის. ყველაფერი პროგნოზირებადი გახდა. მადლობა არაა საკმარისი. ბედნიერი ვარ რომ გიპოვე."
    – ანა, ლუკას დედა 4 თვის

    დაგვიკავშირდით

    გაქვთ შეკითხვა ან მზად ხართ დაიწყოთ თქვენი მოგზაურობა უკეთესი ძილისკენ? მომწერეთ!