✓ მდგომარეობის ანალიზი: ბავშვის ამჟამინდელი რეჟიმის დეტალური შეფასება ასაკობრივ ფიზიოლოგიასთან მიმართებით.
✓ მიზეზების იდენტიფიცირება: ძილის დარღვევის მთავარი ფაქტორების (ასოციაციები, გარემო, ბიორიტმები) გამოკვეთა.
✓ სამოქმედო გზა: გეცოდინებათ, რა თანმიმდევრობით და როგორ უნდა ვიმუშაოთ სასურველი შედეგის მისაღწევად.
მნიშვნელოვანი: ზოგ შემთხვევაში, თუ ძილის დარღვევა მცირე ფაქტორით არის გამოწვეული, დიაგნოსტიკა შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს პირველი დადებითი ცვლილებებისთვის.
თუმცა, კომპლექსური შემთხვევები საჭიროებს სისტემურ მიდგომას.
აირჩიეთ დრო კონსულტაციისთვის
გადახდილი 40 ₾ სრულად ჩაგეთვლებათ დეპოზიტად ნებისმიერი პაკეტის შეძენისას 7 დღის განმავლობაში.
გსურთ ექსპერტი თქვენს გვერდით 14 დღის განმავლობაში
არის დაძინების ასოციაციები
გსურთ მდგრადი შედეგი
📦 რჩეული პრემიუმ 👑
მდგომარეობა კომპლექსურია
გჭირდებათ მაქსიმალური ჩართულობა და მყისიერი უკუკავშირი
არის რამდენიმე მომვლელი (ძიძა/ოჯახი)
გჭირდებათ რიგგარეშე მომსახურება
🔄 სრული მოქნილობა შედეგისთვის
ჩვენი პრიორიტეტი თქვენი ოჯახის სიმშვიდეა. თუ მუშაობის პროცესში მიხვდებით, რომ უფრო ინტენსიური, სისტემური მხარდაჭერა გჭირდებათ, 10 დღის ვადაში შეგიძლიათ გადახვიდეთ პაკეტზე „სტანდარტი“. პირველად ეტაპზე გადახდილი თანხა სრულად ჩაგეთვლებათ დეპოზიტად, თქვენ იხდით მხოლოდ სხვაობას.
რას ამბობენ მშობლები
გულწრფელი უკუკავშირი იმ ცვლილებებზე, რომლებსაც ერთობლივი ძალისხმევით ვაღწევთ.
"გუშინ დავაძინე 8 საათზე, 10 წუთში ჩაეძინა თავისით და ღამე არ გაუღვიძია. ამ მომენტამდე არ მჯერა რომ ეს შევძელით."
ნინო გოგიტიძე, 1 წლის ანასტასია (სტანდარტი)
"კონსულტაციაზე ჩავეწერე და მეგონა, რომ აქაც უბრალოდ დამიდასტურდებოდა რომ ნიცა უბრალოდ იმ ბავშვების კატეგორიას მიეკუთვნებოდა რომლებსაც არ სძინავთ. 7 თვის განმავლობაში ყოველ 2 საათში ერთხელ ვიღვიძებდით, ხელში რწევა, ჩაძინება გადაწვენა, გაღვიძება. ერთი და იგივე დაუსრულებლად. 15 წუთში საერთოდ სხვა მხრიდან დამანახა ქეთევანმა პრობლემა. მხარდაჭერა რომ არა, მესამე დღესვე დავნებდებოდი, მაგრამ ზუსტად მაშინ მივიღე ის დახმარება, რაც მჭირდებოდა. არაა მარტივი თავიდან, მაგრამ ყველა მშობელს ვურჩევ რომ ბოლომდე მიყვეს გეგმას და დანებებაზე არ იფიქრონ. დღევანდელი ჩვენი რეალობა 1 თვის წინ არც კი დამესიზმრებოდა."
ლელა ბუცხრიკიძე, 8 თვის ნიცა (სტანდარტი)
“ყველაფერი ისე კარგად გაქვთ ახსნილი… უკვე მეშვიდე დღეა ძალიან ახლოს მივყვებით გრაფიკს, მესამე და მეოთხე დღე ცოტა რთული იყო ძალიან ბევრს ჭირვეულობდა, მაგრამ უკვე რამდენიმე დღეა გამოვიძინეთ, ღამის ძილი საგრძნობლად გაუმჯობესდა.”
მარიამ მეშველაშვილი, 5 თვის ლილე (საფუძველი)
ხშირად დასმული კითხვები
დააჭირეთ კითხვას პასუხის სანახავად.
განსხვავება მხარდაჭერის ინტენსივობასა და ძილის სპეციალისთის ჩართულობის ხარისხშია.
◉ საფუძველი (149₾): იღებთ პერსონალურ გეგმას და მუშაობთ დამოუკიდებლად.
◉ სტანდარტი (490₾): გეგმასთან ერთად იღებთ 14-დღიან პროფესიულ თანხლებას ელ-ფოსტით და 2 საკონტროლო ზარს.
◉ რჩეული (790₾-დან): მაქსიმალური ჩართულობა - მყისიერი უკუკავშირი მესენჯერით (WhatsApp/Telegram) და ერთიანი სტრატეგიის შეთანხმება ყველა მომვლელთან (ძიძა, ოჯახის წევრები).
მარტივად რომ ვთქვათ:
თუ გსურთ მხოლოდ გზამკვლევი ➔ აირჩიეთ „საფუძველი“.
თუ გჭირდებათ მენტორი დანერგვის პროცესში ➔ „სტანდარტი“.
თუ ეძებთ სრულ ტრანსფორმაციას და მაქსიმალურ პერსონალიზაციას ➔ „რჩეული“.
არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად რთულია თქვენი შემთხვევა და რა ინტენსივობით გჭირდებათ მხარდაჭერა:
◉ აირჩიეთ „საფუძველი“ (149 ₾), თუ თქვენი მთავარი გამოწვევა არასწორი დღის განრიგია და გსურთ ბავშვის კვებისა და ძილის საათები მის ბუნებრივ მოთხოვნილებებს შეუსაბამოთ. ეს ფორმატი განკუთვნილია მშობლებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ პროფესიული გეგმა და მზად არიან, ცვლილებები დამოუკიდებლად, მონიტორინგის გარეშე განახორციელონ.
◉ აირჩიეთ „სტანდარტი“ (490 ₾), თუ გსურთ კომპლექსური მიდგომა, რეჟიმის გარდა არსებობს უკვე ჩამოყალიბებული ძილის ასოციაციები და გრძნობთ, რომ ცვლილებების პროცესში დაგჭირდებათ ექსპერტული თანხლება, რათა შეინარჩუნოთ თანმიმდევრულობა და თავიდან აირიდოთ შეცდომები. თქვენ გექნებათ საშუალება დასვათ ნებისმიერი კითხვა და დარწმუნდეთ, რომ პროცესი სწორად მიდის.
◉ აირჩიეთ „რჩეული“ (790 ₾-დან), თუ თქვენი შემთხვევა მოითხოვს ქცევითი მოდელების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას და გსურთ გქონდეთ მაქსიმალური ფსიქოლოგიური კომფორტი. თქვენ გეცოდინებათ, რომ ნებისმიერ კრიზისულ მომენტში ექსპერტი თქვენს გვერდითაა მყისიერი რეაგირებისთვის.
თქვენი ინვესტიცია დაზღვეულია.
თუ გეგმის დამოუკიდებლად დანერგვის პროცესში იგრძნობთ, რომ გჭირდებათ პროფესიული მხარდაჭერა და პროცესის მონიტორინგი, 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ მოქნილი გადასვლის პირობით.
ამ შემთხვევაში, პაკეტში „საფუძველი“ გადახდილი თანხა (149₾) სრულად ჩაგეთვლებათ დეპოზიტად და პაკეტებზე „სტანდარტი“ ან "რჩეული" გადასვლისას მხოლოდ სხვაობის დამატება მოგიწევთ. ჩვენი მიზანი თქვენი ოჯახის სიმშვიდეა, ამიტომ თქვენ არაფერს კარგავთ.
მდგრადი შედეგისთვის, როგორც წესი, საჭიროა 2–3 კვირა თანმიმდევრული მუშაობა.
პირველ ცვლილებებს ბევრი ოჯახი უფრო ადრე ამჩნევს, მაგრამ სტაბილურობა პროცესს საჭიროებს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ ფიზიოლოგიურ თუ ქცევით ცვლილებას სჭირდება სტაბილური კონტექსტი და დრო. შედეგის ტემპი პირდაპირკავშირშია თქვენს თანმიმდევრულობასთან. თითოეული ბავშვის ნერვული სისტემა, ტემპერამენტი და ასაკობრივი თავისებურებები განსხვავებულია. ის, რაც ერთ ბავშვთან 3 დღეში მუშაობს, მეორესთან შეიძლება მეტ დროს მოითხოვდეს.
პროცესის დასაწყისში მოსალოდნელია ე.წ. „უკუსვლის“ ეტაპი. ეს ბუნებრივია, ნერვულ სისტემას სჭირდება ძველი მოდელის დავიწყება და ახლის ათვისება. ამ დროს მდგომარეობის დროებითი გაუარესება იმის ნიშანია, რომ პროცესი დაწყებულია და სწორედ აქ არის გადამწყვეტი თქვენი სიმშვიდე. 14 დღე არის ის მინიმალური ზღვარი, რომელიც ნერვულ სისტემას ახალი მოდელის სრულად ასათვისებლად და გასამყარებლად სჭირდება.
კომუნიკაციის წესები პაკეტების მიხედვით
◉ პაკეტი „სტანდარტი“:
✓კომუნიკაცია ხორციელდება ელ-ფოსტის მეშვეობით.
✓პასუხს მიიღებთ წერილის გამოგზავნიდან 24 საათის განმავლობაში.
✓მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ეს პაკეტი არ ითვალისწინებს 24/7 რეჟიმში მყისიერ პასუხებს. ეს ფორმატი ორიენტირებულია მონაცემთა გააზრებულ ანალიზსა და სისტემურ უკუკავშირზე.
◉ პაკეტი „რჩეული“:
✓აქ გაქვთ ოპერატიული კომუნიკაციის არხი მესენჯერის (WhatsApp/Telegram) მეშვეობით.
✓ეს ფორმატი უზრუნველყოფს სწრაფ და პირდაპირ კავშირს
◉ პაკეტი „საფუძველი“:
✓ამ პაკეტის ფარგლებში გეგმის დანერგვის პროცესის მხარდაჭერა და მონიტორინგი გათვალისწინებული არ არის.
შენიშვნა:
გეგმის კორექტირება როგორც სტანდარტულ, ისე რჩეულ პაკეტში ხორციელდება მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ საკონტროლო შეხვედრებზე. ეს აუცილებელია ცვლილებების მდგრადობისთვის, რადგან ნებისმიერ ტრანსფორმაციას სჭირდება სტაბილური კონტექსტი.
ბავშვის ფიზიკური და ემოციური კეთილდღეობა ჩვენი მუშაობის უპირობო პრიორიტეტია.
ჩვენი მიდგომა მთლიანად ეფუძნება საჭიროებებზე ორიენტირებულ პრინციპებს, რაც ნიშნავს, რომ გეგმა ეწყობა პატარას ინდივიდუალური ბიოლოგიური რიტმების, ასაკობრივი თავისებურებებისა და ფიზიოლოგიური საჭიროებების სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე. ნებისმიერი ქცევითი ტრანსფორმაცია ხორციელდება თანმიმდევრულად, სტაბილურ კონტექსტში და მშობლის მაქსიმალური მხარდაჭერით. მუშაობის დაწყებამდე ხდება სიღრმისეული ანამნეზის შესწავლა, ორსულობიდან და კვებიდან დაწყებული, ოჯახური კონტექსტითა და ბავშვის ჯანმრთელობის თავისებურებებით დასრულებული. ეს გვაძლევს საშუალებას, მეთოდი მოვარგოთ კონკრეტულ ბავშვს და არა ბავშვი - მეთოდს.
მომსახურება განკუთვნილია 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.