* ინდივიდუალური მხარდაჭერის პაკეტებზე ადგილები შეზღუდულია. შევსების შემთხვევაში მოქმედებს მომლოდინეთა სია.
✓
დასასრული გაურკვევლობას
თქვენი ოჯახის საჭიროებებზე მორგებული კონკრეტული და მკაფიო გზა
✓
სიყვარულით შექმნილი წესრიგი
სიმშვიდე და პროგნოზირებადობა თქვენს ყოველდღიურობაში
✓
მყარი საყრდენი თქვენთვის
მრავალწლიანი გამოცდილებით გამყარებული პასუხები თქვენს ნებისმიერ კითხვაზე
იპოვეთ თქვენთვის სწორი ფორმატი
ინდივიდუალური პაკეტები: მათთვის, ვისაც სჭირდება სიღრმისეული, პერსონალური ანალიზი და პერსონალური მხარდაჭერა. პროგრამები: მათთვის, ვისაც სურს დამოუკიდებლად, საკუთარი ტემპით დანერგოს მზა სისტემები, მიიღოს მყისიერი ცოდნა და დაიწყოს დღესვე.
დიაგნოსტიკური კონსულტაცია: ანამნეზი
15 წუთი
40 ₾
არსებული რეჟიმის შეფასება ასაკობრივ ფიზიოლოგიასთან
გულწრფელი უკუკავშირი იმ ცვლილებებზე, რომლებსაც ერთობლივი ძალისხმევით ვაღწევთ.
“ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ ჩემი შვილი ის გამონაკლისი იქნებოდა, ვისთანაც არაფერი იმუშავებდა. თქვენი დახმარებით მივიღე არა მარტო გეგმა, არამედ ყველა ჩვენი არსებული პრობლემის ლოგიკური ახსნა. მადლობა ამ სიმშვიდისთვის, დღემდე არ მჯერა რომ აქამდე მოვედით.”
თეო ლომიძე - 8 თვის ნიკოლოზი
“მქონდა მკაფიო სტრუქტურა და ვიცოდი რა დროს რა უნდა გამეკეთებინა, უბრალოდ ვენდე პროცესს და ამ გადმოსახედიდან, აი უკვე 2 თვეა გასული, ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებდი. ვნანობ რომ აქამდე ვერ გიპოვეთ და ამდენი ხანი ვწვალობდით.”
ელენე ბოლქვაძე- 1.2 წლის ანა
“თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ცხოვრება შეცვალეთ. ბოლო ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ვერტიკალურად გვეძინა, ამას არასდროს დაგივიწყებთ თამამად შემიძლია ვთქვა რომ რეჟიმში ვართ და ბედნიერები მეც და ბავშვიც.”
მარიამ ფეიქრიშვილი - 4 თვის ნიკანდრე
ხშირად დასმული კითხვები
ჩვენი მუშაობა ეფუძნება თანამედროვე ძილის მეცნიერებას და ბავშვის ნეოროგანვითარების პრინციპებს. ჩვენ ვიყენებთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ცოდნას და მას თითოეული ოჯახის ინდივიდუალურ რეალობას ვარგებთ.
ბავშვის ძილი იზოლირებული მოვლენა არ არის. ის რთული სისტემაა, რომლის გამართული მუშაობაც უამრავ დეტალზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ჩვენი ანალიზი არ შემოიფარგლება მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობით: ჩვენ ვაკვირდებით პერიოდს ორსულობამდე, მშობიარობის თავისებურებებსა და პოსტმშობიარობის პერიოდს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა - კვების რაციონიდან და დღის რეჟიმიდან დაწყებული, ბავშვის უნიკალური ტემპერამენტითა და ოჯახის დინამიკით დასრულებული. სწორედ ამ მთლიანობაში იმალება მყარი და გრძელვადიანი შედეგის გასაღები.
ჩვენი ხედვა სრულად უარყოფს ტრადიციულ, მკაცრ მეთოდებს. მიდგომა დაფუძნებულია ბავშვის კეთილდღეობაზე, პატივისცემასა და თანაგრძნობაზე. ჩვენ ვეხმარებით პატარას ახალი უნარების ათვისებაში მისი ინდივიდუალური ტემპის გათვალისწინებით. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მშვიდი ღამე, არამედ ბედნიერი და თავდაჯერებული ბავშვი, რომელიც თავს დაცულად გრძნობს მაშინაც კი, როდესაც დამოუკიდებლობას სწავლობს.
ჩვენი ხედვით, ძილის ჯანსაღი საფუძვლების შექმნა ორსულობიდანვე იწყება. ვინაიდან ჩვენი მიდგომა პრენატალურ პერიოდსა და მშობიარობის თავისებურებებსაც ითვალისწინებს, მუშაობის დაწყება ორსულობის ბოლო ტრიმესტრიდანვეა შესაძლებელი. ეს საუკეთესო დროა თეორიული ბაზის მოსამზადებლად, რათა ბავშვის დაბადებას მომზადებული, მშვიდი და მკაფიო სამოქმედო გეგმით შეხვდეთ.
ადრეულ ეტაპზე მუშაობა არ ნიშნავს ახალშობილის მკაცრ, იძულებით პროგრამაში მოქცევას. პირიქით, ეს არის დახმარება, რათა პატარამ თავიდანვე ჩამოაყალიბოს და დაარეგულიროს ძილისა და ფხიზლობის ბუნებრივი რიტმები. სწორი ჩვევების პრევენციული დანერგვა უზრუნველყოფს ბავშვის კეთილდღეობას, რადგან ის იღებს მისთვის საჭირო ენერგიასა და დასვენებას სწორ დროს, რაც თავიდან აგარიდებთ სამომავლო სირთულეებს.
მიუხედავად იმისა, რომ პრევენცია ყოველთვის უფრო მარტივია, ძილის გაუმჯობესება და სწორი სტრუქტურის შექმნა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. მთავარია თქვენი მზაობა და ჩვენი მხრიდან სწორად შერჩეული, სტრატეგია.
ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ საქმე გვაქვს პატარა ადამიანებთან, თავიანთი უნიკალური სამყაროთი, ემოციებითა და საჭიროებებით. სწორედ ამიტომ, ზუსტი ვადების გარანტირება შეუძლებელია.
ცვლილებების სისწრაფე და მდგრადობა პირდაპირ კავშირშია პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და ბავშვის ასაკზე. ასევე სისტემურ მიდგომაზე და მშობლის მხრიდან თანმიმდევრულობაზე.
1 სისტემური მიდგომა: ჩვენი მხრიდან ეს არის მეცნიერებაზე დაფუძნებული ისეთი სტრუქტურის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის განვითარების ყველა ნიუანსს.
2 თანმიმდევრულობა: შედეგი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად ზუსტად მიჰყვება მშობელი შექმნილ გეგმას. ძილის ეკოსისტემაში უმცირეს ცვლილებასაც კი შეუძლია გავლენა მოახდინოს საბოლოო სურათზე.
ჩვენი მიზანი არ არის სწრაფი გამოსავალი ხანმოკლე ეფექტით ან ბავშვის ნერვული სისტემის ხარჯზე მიღწეული სწრაფი შედეგი. ჩვენ გთავაზობთ გზას სტაბილური ცვლილებებისკენ. როგორც წესი, პირველი დადებითი ნიშნები 10-14 დღეში ვლინდება, თუმცა რეალური ტრანსფორმაცია მაშინ ხდება, როდესაც მშობელი და ბავშვი ერთიან რიტმს პოულობენ.
კვება და ძილი ერთიანი სისტემის ორი განუყოფელი ნაწილია. ძუძუთი კვება არ არის მშვიდი ძილის ბარიერი. ჩვენი მიდგომა არასდროს მოითხოვს თქვენგან არჩევანის გაკეთებას ძილსა და ძუძუთი კვებას (ან სიახლოვეს) შორის. პირიქით, ჩვენი მიზანია დავაბალანსოთ კვების რაციონი და ძილის რიტმები ისე, რომ ისინი ერთმანეთს კი არ უშლიდნენ ხელს, არამედ აძლიერებდნენ. ჩვენ გვჯერა, რომ დანაყრებული და ემოციურად
დაკმაყოფილებული ბავშვი გაცილებით მარტივად პოულობს სიმშვიდეს ძილისთვის.
ჩვენი მეთოდოლოგია ოჯახს აძლევს ფუნდამენტურ ცოდნას, რომელიც ბავშვის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე რჩება თქვენს მთავარ საყრდენად. თუმცა, ვინაიდან ბავშვის ნერვული სისტემა და ბიოლოგიური მოთხოვნილებები მუდმივად იცვლება, სისტემა პერიოდულ სტრატეგიულ კორექტირებას საჭიროებს.
რატომ არის ეს აუცილებელი? გრაფიკი, რომელიც შედგენილი იყო 3-4 თვის ბავშვის ფიზიოლოგიური მოცემულობით, ვეღარ იქნება ეფექტური 8-9 თვის ასაკში. ამ დროს პატარას ორგანიზმი უკვე სხვანაირად არეგულირებს სიფხიზლის ინტერვალებს, იცვლება დღის ძილების რაოდენობა და იზრდება კვების რაციონის გავლენა ძილის ხარისხზე. ძველი გეგმის გამოყენება ასეთ დროს ბიოლოგიურად შეუსაბამოა.
სწორედ ამიტომ, ოჯახებისთვის რომლებმაც უკვე გაიარეს მუშაობის სიღრმისეული ეტაპი "სტანდარდი" ან "რჩეული" პაკეტის ფარგლებში, ვთავაზობთ "განახლების სერვისს" ღირებულება 60 ₾
ვინაიდან აღნიშნული პაკეტები მოიცავს ბავშვის ფიზიოლოგიის დეტალურ ანალიზს, ეს გვაძლევს საშუალებას, უკვე არსებულ ბაზაზე დაყრდნობით, განვახორციელოთ რეჟიმის მაღალი სიზუსტის რეკალიბრაცია. თქვენ თავად ირჩევთ, მართოთ პროცესი დამოუკიდებლად მიღებული ცოდნით თუ გამოიყენოთ ჩვენი მხარდაჭერა ახალ ეტაპზე მაქსიმალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
ასაკობრივი პროგრამები (0-3 თვე, 3-12 თვე, 1-3 წელი) თითოეული პროგრამა სპეციალურად არის შექმნილი ისე, რომ სრულად დაფაროს კონკრეტული პერიოდის მოთხოვნები. პროგრამის ფარგლებში მშობელი იღებს ამომწურავ იმფორმაციას შესაბამისი ასაკობრივი ეტაპის დამოუკიდებლად და ეფექტურად მართვისთვის.
დაუბრუნეთ მშვიდი ძილი ოჯახს და აღიდგინეთ რესურსი
დაიწყეთ ახალი, სტრუქტურირებული ეტაპი დღესვე. თქვენი და თქვენი პატარას მშვიდი ძილი ჩვენი პრიორიტეტია